Робота для біженців з України
საწყობის აღრიცხვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის აღრიცხვის თანამშრომელი
მომწოდებელი: Logical Systems Company
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი / ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
"Logical Systems Company" აცხადებს ვაკანსიას საწყობის აღრიცხვის თანამშრომლის თანამდებობაზე.

დამსაქმებლის შესახებ: კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს დავების კონტროლის, რიგის მართვის და პარკირების სისტემების წარმოება.

ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის 2

https://www.facebook.com/LogicalSystemsCompany

ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ ადამიანს, რომელიც დაგვეხმარება ელექტრონული კომპონენტების დახარისხებასა და აღრიცხვაში.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრონული კომპონენტების დახარისხება ტიპებისა და მახასიათებლების მიხედვით;
** კომპონენტების დასახელების, მოდელისა და რაოდენობის აღრიცხვა;
** მონაცემების სპეციალურ პროგრამაში შეტანა;
** საჭიროების შემთხვევაში კომპონენტების ტექნიკური მონაცემების მოძიება;
** საწყობში კომპონენტების მოწესრიგება და შესაბამისი ადგილების მინიჭება;
** არსებული მონაცემების გადამოწმება და განახლება.

სასურველი უნარები:

** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** ელექტრონიკისა და ელექტრონული კომპონენტების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო განსაკუთრებით საინტერესო იქნება ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს ელექტრონიკა და სურს პრაქტიკაში უკეთ გაეცნოს სხვადასხვა ელექტრონულ კომპონენტს.

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი), ასევე შესაძლებელია შეთანხმება არასრულ სამუშაო გრაფიკზე
ანაზღაურება: 800-1200 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@lsc.ge
.

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე