|
დასახელება:
უძრავი ქონების აგენტი
|
| მომწოდებელი:
Bloomer Properties
|
|
გამოქვეყნდა: 10 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 10 ოქტომბერი
|
კომპანია რომელიც შეცვლის უძრავი ქონების ბაზარს საქართველოში - "Bloomer properties" - ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ უძრავი ქონების აგენტს საცხოვრებელი და კომერციული მიმართულებით.
ანაზღაურება: გამომუშავებით, 2000-დან 18000 ლარამდე თვეში
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ჩვენი ოფისი მდებარეობს საბურთალოზე, მეტრო ტექნიკურის მიმდებარედ
რა არის მნიშვნელოვანი ამ პოზიციის ადამიანისთვის?
** მინ. 1-წლიანი გამოცდილება გაყიდვებში
** მინ. 6-თვიანი გამოცდილება უძრავ ქონებაში (სასურველია)
** ყოველდღიური კომუნიკაციის დიდი სურვილი - რადგან უძრავი ქონების გაყიდვა ამით იწყება
** ჯანსაღი ამბიცია და გამდიდრების რეალური სურვილი
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური სასაუბრო დონეზე
რას მიიღებთ კომპანიისგან:
** ვმუშაობთ მსოფლიოში აპრობირებული ყველაზე მაღალი გაყიდვების სტანდარტით (რის შედეგადაც წარმატება და შემოსავალი არის გარანტირებული)
** გუნდისთვის ინტენსიური ტრენინგები გაყიდვებისა და უნარების გასაუმჯობესებლად
** წამახალისებელი ბონუსები და ჯანსაღი სამუშაო გარემო
** მზა ქონებები და რეკლამა, მესაკუთრეების დიდი ბაზა, რომელიც აგენტის შედეგებს გაზრდის
** მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი
რეზიუმე ფოტო-სურათით შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მისამართზე: info@bloomer.ge
|
|
|
|