|
დასახელება:
ციფრული მარკეტერი
|
| მომწოდებელი:
Mindor
|
|
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
|
"Mindor" არის მეცნიერულად შესწავლილ ბუნებრივ მეთოდებზე დაფუძნებული ჯანმრთელობის ბრენდი, რომელიც აერთიანებს ბრენდირებულ საკვებ დანამატებს, აპლიკაციას და ონლაინ ტესტს ნერვული სისტემის ფიტნესის შესაფასებლად.
"Mindor" 3 წლის წინ დააფუძნა ამერიკაში მოღვაწე ნევროლოგმა, ექიმმა ლაშა ჯაყელმა.
ვეძებთ ციფრული მარკეტერის, რომელიც Mindor-ის ზრდაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.
რას გააკეთებ:
** ახალი Meta Ad კრეატივების და messaging-ის შექმნა;
** Meta კამპანიების გაშვება, მართვა და მასშტაბირება;
** ვებსაიტის ქოფის გაუმჯობესება;
** ორგანული კონტენტის სტრატეგიის შექმნა და დიზაინერთან კოორდინაცია;
** funnel-ის ანალიზი და conversion rate optimization;
** email marketing: nurture sequences, subject lines, open rate და CTR optimization;
მომხმარებლის ციფრული მოგზაურობა: Meta Ads / Organic Content → Quiz → Lead → Offer / Email Campaign → Purchase
ფანელი უკვე აგებულია. შენი მთავარი ამოცანა იქნება მისი მართვა, ტესტირება და გაუმჯობესება.
რას ვეძებთ: სასურველია 1-3 წლიანი გამოცდილება e-commerce ბრენდში, თუმცა ველნეს ნიშა აუცილებელი არაა.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
** ძლიერი copywriting;
** მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება;
** ელემენტარული ცოდნა Meta Ads-ისა და media buying-ის;
** სწრაფად სწავლის და სხვადასხვა მიმართულების დამოუკიდებლად ათვისების უნარი.
რას გთავაზობთ:
** სრულად დისტანციური პოზიცია;
** ანაზღაურება: 1, 500 ლარი ფიქსირებული + KPI-ზე დაფუძნებული ბონუსი.
** KPI-ზე დაფუძნებული ბონუსის შესაძლებლობა;
გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ან LinkedIn პროფილი: info@mindor.ge
|
|
|
|