Робота для біженців з України
ოფისის ადმინისტრატორი/მიმღები
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის ადმინისტრატორი/მიმღები
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
ახლად გახსნილი, თანამედროვე კოვორკინგ (Co-working) სივრცე ვაშლიჯვარში ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და ორგანიზებულ ოფისის ადმინისტრატორს.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაშლიჯვარი, მ. მაჭავარიანის ქუჩა
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (შაბათ-კვირა დასვენება)
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები) + ზრდის პერსპექტივით

ძირითადი მოვალეობები:

** სივრცეში მოსული სტუმრებისა და წევრების მიღება, სათანადო ინფორმაციის მიწოდება და გზამკვლევობა;
** შემოსავალ/გასავალი ზარებისა და ელექტრონული ფოსტის მართვა;
** საოფისე დოკუმენტაციის მოწესრიგება და კორესპონდენციის მიღება-გაგზავნა;
** სივრცეში წესრიგისა და კომფორტული გარემოს კონტროლი;
** საოფისე მარაგების მონიტორინგი და შევსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ელემენტარულ დონეზე ცოდნა (MS Office, ინტერნეტი);
** რომელიმე უცხო ენის (ინგლისური ან რუსული) ელემენტარულ, სასაუბრო დონეზე ფლობა (სტუმრებთან კომუნიკაციისთვის);
** გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ ანაზღაურებას (საწყისი 1500 ლარი ხელზე);
** კომფორტულ, თანამედროვე და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: ddnd3group@gmail.com

მნიშვნელოვანი პირობა: განაცხადების განსახილველად აუცილებელია რეზიუმეს (CV) თან ახლდეს ფოტოსურათი.

სათაურის ველში (Subject Line) აუცილებლად მიუთითეთ: Office administrator, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე