Робота для біженців з України
ინგლისური ენის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისური ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: Study Hub Educational Center
გამოქვეყნდა: 09 სექტემბერი / ბოლო ვადა: 09 ოქტომბერი
"Study Hub Educational Center" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

ვეძებთ პროფესიონალ, მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ მასწავლებლებს, როგორც ონლაინ, ისე სასწავლო ცენტრის ფილიალებში სამუშაოდ, სხვადასხვა მიმართულებით:

** სკოლის მოსწავლეების მომზადება;
** აბიტურიენტების მომზადება;
** ზრდასრულებისთვის სასაუბრო ინგლისურის სწავლება;
** დასაქმებულებისთვის Business English;
** საერთაშორისო გამოცდებისთვის — TOEFL/IELTS — მომზადება.

მინიმალური სახელშეკრულებო ვადა — 9 თვე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ინგლისურ ენაზე თავისუფლად და გამართულად საუბრის უნარი;
** ინგლისური ენის სწავლების შესაბამისი გამოცდილება და კომპეტენცია;
** თანამედროვე, ინოვაციური და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენების უნარი;
** მაღალი მოტივაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული ეთიკა;
** როგორც ინდივიდუალურ მოსწავლეებთან, ისე ჯგუფებთან მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
** სასწავლო პროცესის მუდმივი გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების სურვილი

მოვალეობები:

** სასწავლო ცენტრის ვიდეოგადაღებებში მონაწილეობა;
** სასწავლო ცენტრის ღონისძიებებსა და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მუშაობას როგორც ონლაინ, ისე ფილიალებში;
** პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** სხვადასხვა ასაკისა და მიზნის მქონე მოსწავლეებთან მუშაობის შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას საათობრივი ან ფიქსირებული შეთანხმების საფუძველზე.

თუ გიყვართ სწავლება, გსურთ თანამედროვე მეთოდების გამოყენება და მზად ხართ, იყოთ ჩვენი გუნდის აქტიური წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: studyhub.educenter@gmail.com

"Study Hub" — განათლება, რომელიც შედეგს ქმნის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე