Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=751239&print=yes&view=jobs
 
შემოსავლებისა და დებიტორული ანგარიშების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემოსავლებისა და დებიტორული ანგარიშების სპეციალისტი
მომწოდებელი: არქი ჰოსფითალითი
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 24 სექტემბერი
"Archi Hospitality" განაგრძობს განვითარებას და საერთაშორისო პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობით ახალ პროექტს იწყებს თბილისში.

გუნდში ვეძებთ შემოსავლებისა და დებიტორული ანგარიშების სპეციალისტს (Accounts Receivable)

რას გააკეთებ ამ პოზიციაზე:

** გააკონტროლებ დებიტორულ დავალიანებებს და უზრუნველყოფ ანგარიშების დროულ შეჯერებას
** გააკონტროლებ საბანკო ოპერაციებს, სალაროს, POS-ტერმინალებსა და ფულად ნაკადებს
** უზრუნველყოფ PMS-სა და საბუღალტრო პროგრამაში ასახული მონაცემების შესაბამისობის კონტროლს
** გააკონტროლებ და გააანალიზებ შემოსავლებს
** აწარმოებ ინვოისების აღრიცხვასა და კონტროლს
** მონაწილეობას მიიღებ თვის დახურვასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებში
** მოამზადებ ფინანსურ რეპორტებსა და საჭირო ინფორმაციას მენეჯმენტისთვის
** უზრუნველყოფ ფინანსური დოკუმენტაციის სათანადო წარმოებასა და შენახვას

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

** გაქვს საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** გამოირჩევი ანალიტიკური აზროვნებით, დეტალებზე ორიენტირებულობითა და სიზუსტით
** შეგიძლია დიდი მოცულობის ფინანსურ ინფორმაციასთან ორგანიზებულად მუშაობა
** გაქვს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შეგიძლია ვადების დაცვით მუშაობა
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი, ვ. წითლანაძის N1
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
** ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნე თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@archihospitality.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: შემოსავლებისა და დებიტორული ანგარიშების სპეციალისტი (Accounts Receivable).

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 24 სექტემბერი, 2026.

გაცნობებთ, რომ არქი ჰოსფითალითი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. მონაცემების ცვლილების ან წაშლის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ მოგვმართოთ მითითებულ ელფოსტაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია