Робота для біженців з України
ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: CarMove
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
"CarMove" — საერთაშორისო ავტომობილების გადაზიდვებზე ორიენტირებული კომპანია — ეძებს გამოცდილ ლოჯისტიკის მენეჯერს სარკინიგზო გადაზიდვების მიმართულებით. პოზიციის მთავარი ამოცანაა ავტომობილების საერთაშორისო სარკინიგზო ტრანსპორტირების დაგეგმვა, ორგანიზება და სრული საოპერაციო კონტროლი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვების დაგეგმვა და ორგანიზება;
** სარკინიგზო მარშრუტების, ტარიფებისა და ოპტიმალური სატრანსპორტო სქემების შერჩევა;
** ვაგონების, პლატფორმებისა და სარკინიგზო კონტეინერების მოძიება და დაჯავშნის პროცესის კოორდინაცია;
** რკინიგზის ოპერატორებთან, ტერმინალებთან, ექსპედიტორებთან და აგენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
** ჩინეთი — ცენტრალური აზია — კავკასიის მიმართულებებზე გადაზიდვების კოორდინაცია;
** დატვირთვის, გადაზიდვის, ტრანზიტისა და დანიშნულების ადგილზე ჩაბარების პროცესის მონიტორინგი;
** სარკინიგზო და სატრანსპორტო დოკუმენტაციის კონტროლი;
** ტარიფების მოთხოვნა, შედარება, მოლაპარაკებების წარმოება და ხარჯების ოპტიმიზაცია;
** შეფერხებებისა და საოპერაციო პრობლემების დროული იდენტიფიცირება და გადაწყვეტა;
** პარტნიორებისა და სარკინიგზო ოპერატორების ქსელის განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელია;
** სარკინიგზო სატვირთო გადაზიდვებში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელია;
** საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების პროცესებისა და მარშრუტების ცოდნა;
** რკინიგზის ოპერატორებთან, ტერმინალებთან და/ან ვაგონების/კონტეინერების ოპერატორებთან მუშაობის გამოცდილება;
** გადაზიდვის ტარიფების გაანგარიშებისა და კომერციული მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** რუსული ენის კარგი სამუშაო ცოდნა — აუცილებელია;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის სამუშაო დონეზე ცოდნა.

დამატებითი უპირატესობა:

** ავტომობილების გადაზიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** ჩინეთისა და ცენტრალური აზიის სარკინიგზო დერეფნებზე მუშაობის გამოცდილება;
** მულტიმოდალური და კონტეინერული გადაზიდვების გამოცდილება.

პიროვნული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** დინამიკურ გარემოში დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და წერილის სათაურში მიუთითოთ: "ლოჯისტიკის მენეჯერი — სარკინიგზო გადაზიდვები".

ელ. ფოსტა: info@carmove.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე