Робота для біженців з України
მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
ევროპროდუქტი 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წამყვანი ევროპული ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია 150-მდე ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის: Valio, Frico, Elpozo, Ritter Sport, Bottega, Dardanel, Beretta, Zucchi, Granarolo, Piccini და სხვა.

"ევროპროდუქტი" წარმოდგენილია 42 ბრენდული მარკეტით თბილისსა და რეგიონებში.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.europroduct.ge

შპს "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: 7.5 საათიანი განაკვეთი ცვლებში, (კვირაში 6 დღე - 40 საათი, 1 სთ შესვენება);
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი + სტაჟი;

ჩვენ გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** დასვენების დღის არჩევის შესაძლებლობას;
** ტრანსპორტირებას გარკვეულ ფილიალებში;

რისი გაკეთება მოგიწევთ:

** პროცედურების სრული დაცვით სალარო ოპერაციების წარმოება;
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, პროდუქტის პრეზენტაცია;
** მომსახურების არსებული სტანდარტების დაცვა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge და გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა "მოლარე", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595307322, 591641357;

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე