Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: უნო გრუპი
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
კომპანია "უნო გრუპი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება სამედიცინო დაწესებულებებში;
** ვიზიტის ფარგლებში სამედიცინო პერსონალთან პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა, პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება;
** საპრომოციო პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
** სამედიცინო/სამეცნიერო ჯგუფური ღონისძიებების (მაგ.: მრგვალი მაგიდა, სემინარი, კონფერენცია) ორგანიზება და მათში მონაწილეობის მიღება;
** სამიზნე აუდიტორიასთან მჭიდრო, პროფესიული ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება;
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და რეპორტინგი ჯგუფის ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება მედიცინის/ფარმაციის მიმართულებით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე;
** ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დისციპლინირებულობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენისა და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
** შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ, ფიქსირებულ ანაზღაურებას და კვარტალურ საბონუსე სისტემას;
** სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით (CV) მისამართზე: company@unogroup.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით: 591 36 84 84
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე