|
დასახელება:
ოფისის ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
სპორტული ტელევიზია
|
|
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
|
სპორტული ტელევიზია ეძებს ოფისის ადმინისტრატორს, რომელიც უზრუნველყოფს ოფისის ყოველდღიურ ადმინისტრაციულ პროცესების ორგანიზებას და პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაციას.
ძირითადი მოვალეობები:
** მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის კონტროლი და შესაბამისი პროცესების მართვა;
** ხელშეკრულებების კონტროლი და დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** შემომავალი კომუნიკაციისა და ყოველდღიური ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** შეხვედრების კალენდრისა და ოფისის ყოველდღიური პროცესების ორგანიზება;
** საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, მოწესრიგება და არქივირება;
** კომპანიის შიდა გუნდებთან და პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
მოთხოვნები/ცოდნა და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კარგი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე დავალების პარალელურად მართვის უნარი;
** მოწესრიგებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი / 11:00 - 19:00
** დინამიკური და პროფესიული სამუშაო გარემო;
** განვითარების შესაძლებლობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ:
contact@sportgeorgia.com
|
|
|
|