Робота для біженців з України
გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Steiff
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 08 ოქტომბერი
"Steiff" - გერმანული პრემიუმ ბრენდია, რომელიც უკვე 150 წელზე მეტია ბავშვებსა და უფროსებს განსაკუთრებულ, ხარისხიან და სიყვარულით შექმნილ სათამაშოებს სთავაზობს.

თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, გაქვს გაყიდვების სფეროში მუშაობის სურვილი და გსურს გახდე ჩვენი მეგობრული გუნდის ნაწილი, გელოდებით!

ჩვენ ვეძებთ გაყიდვების კონსულტანტს.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 6 საათი (10:00-დან - 16:00-მდე ან 16:00-დან -22:00-მდე) კვირაში 1 დღე დასვენება
** ადგილმდებარეობა: თბილისი, სითი მოლი საბურთალო
** ანაზღაურება: 800₾ + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და კონსულტაციის გაწევა;
** გაყიდვების პროცესის მართვა;
** სავაჭრო სივრცის მოწესრიგებასა და პროდუქციის სწორად განთავსებაზე ზრუნვა;
** მომხმარებლისთვის სასიამოვნო და განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა.

სასურველი უნარები:

** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ბავშვებისა და სათამაშოების სიყვარული კი აუცილებელია.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე - steiffgeorgia@gmail.com, სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება -"გაყიდვების კონსულტანტი".

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე