Робота для біженців з України
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 08 სექტემბერი / ბოლო ვადა: 17 სექტემბერი
"ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი 76;
სამუშაო გრაფიკი: სრული;
სამუშაო პერიოდი: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი.

შერჩევის პროცესი იყოფა 2 ეტაპად:

1. რეზიუმეების გადარჩევა;
2. ინდივიდუალური გასაუბრება.

ა) ძირითადი მოვალეობები:

** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან/თანამდებობის პირებთან ერთად, უნივერსიტეტის საქმიანობის შეფასების ეფექტიანი და გამჭვირვალე მექანიზმების შემუშავება;
** უნივერსიტეტის შეუფერხებელი და ეფექტიანი საქმიანობის მიზნით, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დანერგვა და განხორციელების ხელშეწყობა;
** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, ავტორიზაციისა და აკრედიტაციისთვის თვითშეფასების პროცესის ხელმძღვანელობა;
** სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრთან ერთად აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროდუქტიულობის/ეფექტურობის შეფასების სისტემის შემუშავება და შეფასების განხორციელებაში მონაწილეობა;
** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მჭიდრო თანამშრომლობით, აკადემიური/მოწვეული პერსონალის აკადემიური საქმიანობის ეფექტიანი შეფასების სისტემის შემუშავება და განხორციელება;
** ავტორიზაცია/აკრედიტაციის მოთხოვნებისა და ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმების შესაბამისად განხორციელებული ანალიზის საფუძველზე საგანმანათლებლო პროგრამების განახლების ან/და მის განხორციელებასთან დაკავშირებული საჭიროებების შეფასება, ფაკულტეტებთან თანამშრომლობა საჭირო ცვლილებების განხორციელების მიზნით;
** საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების ეტაპზე საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი აქტივობების განხორციელება;
** ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ, საგანმანათლებლო პროგრამაში ცვლილებების შეტანის, პროგრამის განახლების ან ახალი პროგრამის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება და მმართველის საბჭოსთვის შესაბამისი დასკვნის მომზადება;
** უნივერსიტეტში ხარისხის კულტურის დანერგვის ხელშეწყობა;
** რეკომენდაციების შემუშავება განხორციელებული შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის/თანამდებობის პირებისთვის წარდგენა, სტრუქტურული ერთეულების მიერ რეკომენდაციების საპასუხოდ განხორციელებული რეაგირებების შეფასება, ან/და დაგეგმილი რეაგირებების შესრულების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რეკომენდაციების გაზიარება;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

ბ) საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება არანაკლებ მაგისტრის ხარისხი;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის ხარისხის განვითარების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS Office (Word ძალიან კარგი, Excel კარგი, PPT-ძალიან კარგი);
** ინგლისური ენა - B2 დონე (მეტყველება, წერა).

გ) პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულების უნარი;
** დელეგირების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესის მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სისტემური აზროვნების და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** ემპათია.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, რომ დაგვიტოვოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: HR@eu.edu.ge.

გთხოვთ, წერილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 17 სექტემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე