Робота для біженців з України
კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტთა მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: მაღაზია სეზონი
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
"SEZONI • სეზონი" აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი, დიღომი.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00 სთ.

ძირითადი მოვალეობები:

** საცალო და საბითუმო მომხმარებლების მომსახურება და პროდუქციის გაყიდვა;
** პროდუქციისა და მარაგების კონტროლი;
** შოურუმში განთავსებული პროდუქციის ეფექტურ რეალიზაციაზე ზრუნვა. ** ყოველდღიურად სოციალურ ქსელებში LIVE-ის წარმოება.

სასურველი, თუმცა არასავალდებულო გამოცდილება:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** Business სოციალურ ქსელთან მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** სტაჟირების შემდეგ ანაზღაურებას 2000+ ლარიდან;
** ანაზღაურების გადახედვას ყოველ 6 თვეში;
** პრემიებს შესრულებული სამუშაოს შესაბამისად;
** დამატებით ბონუსს LIVE გაყიდვებიდან;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** მივლინებებს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელ.ფოსტის მისამართებზე:

INFO@SEZONI.GE
SEZONIGE@GMAIL.COM

ფოტოს გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე