Робота для біженців з України
მზა საკვების სექციის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზა საკვების სექციის კონსულტანტი
მომწოდებელი: აკვავიტე
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
მარჯანიშვილზე, 24 სთ-იანი სუპერმარკეტი "აკვავიტე" აცხადებს ვაკანსიას მზა საკვების სექციის კონსულტანტის პოზიციაზე (დღის ცვლაში - თვეში 15 დღე ჯამურად).

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთა თავაზიანი მომსახურება და დახმარება კერძების შერჩევაში.
** პროდუქციის ვიტრინაში აკურატულად განთავსება და ვადების/ხარისხის კონტროლი.
** სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.

მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მცირე გამოცდილება სასურველია

შერჩეული კანდიდატები სამუშაოს დაწყებამდე გაივლიან 1-კვირიან ანაზღაურებად პრაქტიკას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: დღის ცვლა, 09:00-დან 21:00 საათამდე (მუშაობა ხდება ცვლებში, შეთანხმებული გრაფიკით).
** ანაზღაურება: 900 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელფოსტაზე: jobs.akvavite@gmail.com (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მზა საკვების სექციის კონსულტანტი").

ან მობრძანდით პირადად მისამართზე: თბილისი, მარჯანიშვილის ქ. 16, კორპუსი 4ა.

ტელ: 555 97 52 11 / 2 91 17 23
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე