Робота для біженців з України
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: სინტაქსი
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30.

დამატებითი სარგებელი:

** შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება;
** სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიუჯეტირების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და დეპარტამენტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება (თვის განმავლობაში და თვის ბოლოს);
** ფინანსურ რეპორტის აწყობაში მონაწილეობის მიღება - უშუალო ხელმძღვანელის დავალებების მიხედვით;
** კომპანიის დებიტორებთან და კრედიტორებთან ურთიერთობა;
** დებიტორ და კრედიტორების ყოველთვიური და ყოველკვირეული რეპორტების მომზადება/კონტრაგენტებთან შედარების განხორციელება;
** დებიტორ კრედიტორების დავალიანების გადაფასების კონტროლი პროგრამულად ყოველთვიურად (დოლარში არსებული დავალიანებების გადაფასება ლარში);
** ძირითადი საშუალებების კონტროლი (კომპანიების მიხედვით);
** პირველადი დოკუმენტების მომზადება - ა/ფ, ზედნადებები და ა.შ;
** კომპანიის შიდა აქტების მომზადება;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია საბუღალტრო პროგრამა "Balance"-ის ცოდნა;
** Excel - ძალიან კარგი;
** ინგლისური ენა - B2 დონე;
** გუნდთან მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ფოკუსირება და ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მეილზე - hr@syntax.ge, ვაკანსიის სახელწოდების მითითებით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე