Робота для біженців з України
ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი / ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის დამხმარე სპეციალისტის პოზიციაზე. ქ. თბილისში.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო აღწერილობა:

** დაზიანებული ბოჭკოვანი წვერების მოძიება (მონაკვეთის დაზუსტება) და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობა;
** ქუროებში ოპტიკური წვერების შედუღება;
** სამუშაო პროცესში ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესადუღებელი ხელსაწყოების, ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისათვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;

აუცილებელია:

** მსგავს პოზიციაზე სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა/ გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge 2026 წლის 7 ოქტომბრის ჩათვლით.

ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე