|
დასახელება:
ბიზნესის განვითარების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
გრენოვა
|
|
გამოქვეყნდა: 07 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 07 ოქტომბერი
|
სამშენებლო სარემონტო კომპანია შპს "გრენოვა" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
პასუხისმგებლობები:
** მსხვილი სარემონტო და სამშენებლო პროექტების მოძიება და მოზიდვა;
** ტენდერებში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება/კოორდინაცია;
** პოტენციურ დამკვეთებთან ურთიერთობის დამყარება და მოლაპარაკებების წარმართვა;
** ბაზრის მონიტორინგი — ტენდერების, საინვესტიციო პროექტების, სახელმწიფო/კერძო შესყიდვების ძიება.
მოთხოვნები:
** გამოცდილება გაყიდვებში/ბიზნეს განვითარებაში (სასურველია სამშენებლო/სარემონტო სფეროში);
** ტენდერების პროცესის ცოდნა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და კომერციული ხედვა;
** ორგანიზებულობა და რამდენიმე ამოცანის ერთდროულად მართვის უნარი;
** ინიციატივიანობა, პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + % მოტანილი/მოგებული პროექტების მიხედვით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@grenova.ge. "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|