თუ ხარ ორგანიზებული, იცი ქართული, რუსული ან/და ინგლისური ენები საბაზისოდ, "Match Up Consulting" - ის პარტნიორი კომპანია სწორედ შენ გეძებს ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე!
ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1000 ლარი
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, საბურთალო, დ. გამრეკელის ქუჩა
** სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ; 10:00-19:00 (1სთ შესვენება)
შენი ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკა იქნება:
** შემოსული ზარებისა და მეილების პასუხი
** ჯავშნების კონტროლი
** წერილების და დოკუმენტაციის მართვა (მიღება, ამობეჭდვა, დასკანერება, პასუხის გაცემა, გაგზავნა)
** საოფისე მარაგების კონტროლი და ინვენტარის შეძენა
** ოფისში სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი
მნიშვნელოვანია, რომ:
** გიყვარდეს ადამიანებთან ურთიერთობა
** იცოდე რუსული ან/და ინგლისური ენები საბაზისოდ
თუ მზად ხარ განვითარდე და შეიტანო წვლილი კომპანიის წარმატებაში, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/0GpY1
|