Робота для біженців з України
საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Go-Playgrounds
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
შპს "გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი არის სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონების მწარმოებელი საწარმო.

"გოუ-ფლეიგრაუნდს"-ი ეძებს გუნდის ახალ წევრს - საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გაგარინის N 2
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. კვირაში არაუმეტეს 40 საათიანი სამუშაო დროით.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** საინჟინრო დეპარტამენტის სტრატეგიული მართვა, განვითარება და საკუთარი გუნდის დამოუკიდებლად დაკომპლექტება (კადრების შერჩევა, გასაუბრება და პოზიციებზე განაწილება).
** პროდუქციის მოსამზადებლად საჭირო ტექნიკური, საინჟინრო და საპროექტო დოკუმენტაციის მართვის პროცესის ზედამხედველობა და კონტროლი.
** პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა და დეპარტამენტის მუშაობის სრულყოფილი კოორდინაცია.

ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოების შეკვეთებისთვის საჭირო საინჟინრო მასალებისა და სამუშაო ნახაზების დაგეგმვის პროცესის ხელმძღვანელობა.
** კომპანიის საინჟინრო ცოდნის მართვა და კომპიუტერული ფორმატების ერთიანი სტანდარტების განსაზღვრა/შენარჩუნება.
** წარმოებისთვის ტექნიკური და პროფესიული მხარდაჭერის აღმოჩენა, საინჟინრო ინფორმაციის სწორი დოკუმენტირება და ფაილების მართვა.
** შეკვეთის დეტალებსა და შესრულების გეგმებს შორის შესაბამისობის მკაცრი კონტროლი.
** წარმოების პროცესების ეფექტური დაგეგმვა და ოპტიმიზაცია.
** სტანდარტული და კომბინირებული პროდუქტების საინჟინრო ინსპექტირების ორგანიზება და ზედამხედველობა.
** წარმოების პროცესში ჩართული პირებისთვის პროდუქტის ტექნიკური დეტალების დროული გაცნობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით.
** მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ ან უფროსი ინჟინრის პოზიციაზე.
** AutoCAD, SOLIDWORKS, ArchiCAD პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** ძლიერი ლიდერული, მენეჯერული და გუნდის მართვის უნარები.

ჩვენი შეთავაზება:

** სრული პასუხისმგებლობას და გუნდის დამოუკიდებლად დაკომპლექტების შესაძლებლობას
** კონკურენტული ანაზღაურება და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი
** გამართული კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ლიდერობის უნარი
** თავდაჯერებულობა
** ორგანიზებულობა

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@go-playgrounds.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "გოუ-ფლეიგრაუნდსი"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება 1 წელი კომპანიის ბაზაში

"გოუ-ფლეიგრაუნდსი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე