Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება მარკეტინგის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება მარკეტინგის მიმართულებით
მომწოდებელი: SFB
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
მაღალტექნოლოგიური კომპანია "ეს-ეფ-ბი" გთავაზობთ ანაზღაურებად სტაჟირებას მარკეტინგის მიმართულებით, სადაც მიიღებ შესაძლებლობას ისწავლო მარკეტინგის სრული ციკლი და პრაქტიკაში იმუშაო B2B სეგმენტზე.

სტაჟირების პროგრამა გათვლილია იმ ადამიანებზე, ვისაც სურს გაიგოს, როგორ მუშაობს მარკეტინგი რეალურ ბიზნესში — როგორც კომუნიკაციის, ასევე სტრატეგიის დონეზე.

რას ისწავლი

სტაჟირების განმავლობაში ეტაპობრივად გაეცნობი და პრაქტიკაში გამოიყენებ მარკეტინგის სრულ ციკლს:

** ბაზრისა და კონკურენტების კვლევა
** მომხმარებელთა სეგმენტაცია
** პროდუქტის/სერვისის პოზიციონირება
** ფასის განსაზღვრის პრინციპები
** კომუნიკაცია და პრომოცია

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა B2B მარკეტინგს, სადაც ისწავლი:

** როგორ ხდება ბიზნესკლიენტების იდენტიფიცირება
** როგორ მუშაობს მარკეტინგი გაყიდვებთან ერთად
** როგორ იქმნება ღირებულება კომპანიებისთვის და ინდივიდუალური მომხმარებლისთვის

რა გამოცდილებას მიიღებ

სტაჟირების პროცესში ჩაერთვები რეალურ სამუშაო პროცესში და იმუშავებ პრაქტიკულ ამოცანებზე:

** მარკეტინგული კვლევები და ანალიტიკა
** სეგმენტაციისა და სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა
** მარკეტინგული აქტივობებისა და კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
** კონტენტის შექმნა და სოციალური მედიის არხების მართვა
** შიდა გუნდებთან (გაყიდვები, ოპერაციები) კომუნიკაცია
** ეს გამოცდილება დაგეხმარება დაინახო, როგორ ერთიანდება სხვადასხვა კომპონენტი ერთ სისტემად — მარკეტინგად.

ვის ვეძებთ

** სტუდენტს ან კურსდამთავრებულს
** ადამიანს, რომელსაც აინტერესებს მარკეტინგი და ბიზნეს პროცესები
** აქვს ანალიტიკური აზროვნება და ლოგიკური მსჯელობის უნარი
** არის დეტალებზე ორიენტირებული და ორგანიზებული
** აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და განვითარების სურვილი

სამუშაო გამოცდილება სავალდებულო არ არის — მნიშვნელოვანია სწავლის სურვილი და ჩართულობა.

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი
ანაზღაურება: 700-1500

დამატებითი ინფორმაცია

** ხანგრძლივობა: შეთანხმებით (საშუალოდ 3 თვე, გაგრძელების შესაძლებლობით 6 თვემდე)
** ლოკაცია: თბილისი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@sfb.ge. გთხოვთ Subject-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე