Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
"ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა:სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი #213
ობიექტზე წარმოდგენილია საავტომობილო კოსმეტიკის, აქსესუარებისა და ავტომობილის მოვლის საშუალებების მულტიბრენდული სივრცე.

სამუშაო გრაფიკი-თვეში 15 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან

ვეძებთ კომუნიკაბელურ, მოწესრიგებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც უყვარს

მომხმარებელთან ურთიერთობა, აქვს გაყიდვებისადმი ინტერესი და სურს განვითარდეს საავტომობილო პროდუქტების სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
** საავტომობილო კოსმეტიკის, აქსესუარებისა და ავტომობილის მოვლის საშუალებების შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქციის შერჩევა და შეთავაზება;
** პროდუქციის მახასიათებლების, გამოყენების წესისა და დანიშნულების გაცნობა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება;
** დღის განმავლობაში განხორციელებული სალარო ოპერაციების კონტროლი;
** პროდუქციის ფასებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
** სავაჭრო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის ნაშთების კონტროლში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მოლარე-კონსულტანტის, მოლარის ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარები;
** საბაზისო კომპიუტერული უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანობა და სიზუსტე;
** სწრაფად სწავლისა და ახალი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ათვისების უნარი;

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2026 წლის 4 ოქტომბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე