Робота для біженців з України
ინჟინერ-დამპროექტებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-დამპროექტებელი
მომწოდებელი: მეპ თრეიდი
გამოქვეყნდა: 04 სექტემბერი / ბოლო ვადა: 04 ოქტომბერი
კომპანია "მეპ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-დამპროექტებლის პოზიციაზე.

კომპანიის მთავარი საქმიანობაა MEP სისტემების პროექტირება.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-17:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა ტიპის შენობისთვის Plumbing, HVAC სისტემების პროექტირება
** საინჟინრო გათვლების, ტექნიკური ნახაზების, სქემებისა და საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
** ტექნიკური გადაწყვეტილებების შემუშავება მოქმედი ნორმებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
** MEP სისტემების კოორდინაცია არქიტექტურულ, კონსტრუქციულ და სხვა საინჟინრო მიმართულებებთან.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი საინჟინრო განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი).
** ტექნიკური რეგლამენტების, სტანდარტებისა და საქართველოში მოქმედი ნორმების ცოდნა.
** პროგრამების ცოდნა: AutoCAD, Revit (ჩაითვლება უპირატესობად).
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაოსთვის საჭირო უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები
** შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
** კომფორტულ სამუშაო გარემოს.
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: Hr@mepsolutions.ge და "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის ზუსტი დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე