|
დასახელება:
მიღება-განთავსების აგენტი
|
| მომწოდებელი:
სასტუმრო Hilton Batumi
|
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების აგენტის პოზიციაზე.
ჰილტონში თითოეული პოზიცია მნიშვნელოვანია - ყველა თანამშრომელი თავისი წვლილით ქმნის სტუმრის საუკეთესო გამოცდილებას
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმრების სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება;
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.
უნარები:
** სტუმართმოყვარეობა;
** თავაზიანობა;
** ინგლისური და ქართული ენების გამართულ დონეზე ცოდნა, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მოქნილობა;
** PMS პროგრამა "Opera"-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** 5/2 - 8 საათიანი - სამუშაო გრაფიკი;
** ცვლიანობიდან გამომდინარე უფასო ტრანსპორტირება;
** განვითარებისა და სწავლის შესაძლებლობებს;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** წახალისებებსა და ჯილდოებს;
** GO Hilton-ის სამოგზაურო ფასდაკლებას;
** ექსკლუზიური ფასდაკლებებს პარტნიორებთან;
** 50%-იანი ფასდაკლებას სასტუმროს ყველა რესტორანსა თუ ბარში;
** 50%-იან ფასდაკლებას ეფორეა სპაში.
დაინტერესებულებმა რეზიუმე გამოგზავნეთ: BUSBT_Batumi_Career@hilton.com. სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ "შპს ტურინვესტი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმმა" თქვენი დასაქმების მიზნით დაამუშაოს და შეინახოს წარმოდგენილი ინფორმაცია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
|
|
|
|