Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ართვინ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
სამშენებლო კომპანია შპს "ართვინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი
** საგადასახადო რისკების შეფასება, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება ზუსტად და დროულად
** სალაროს/ბანკის და საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების აღრიცხვა და კონტროლი
** პროგრამის RS.ge-სთან შედარება, მათ შორის პირადი ბარათის აღრიცხვის კონტროლი
** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლი (ფინანსურ სამსახურთან ერთად)
** იმპორტთან დაკავშირებული გატარებების პროგრამული ასახვა
** სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარმოდგენილი კვარტალური და წლიური ფორმების შევსების უზრუნველყოფა
** ბუღალტრული რეპორტების წარმოება
** ხელმძღვანელ პირთა სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის, ფინანსების სფეროში .
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის სამშენებლო ან საწარმოო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** საქართველოში აპრობირებული საბუღალტრო პროგრამებთან (ORIS, 1C, Balance და სხვა) მუშაობის გამოცდილება.
** კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა; Excel მაღალ დონეზე.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
ხელფასი: შეთანხმებით (გამოცდილების შესაბამისად)
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი (ქრისტინე შარაშიძის 25)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: gvantsa.jagmaidze@artwin.ge, სათაურის ველში (subject) გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე