Робота для біженців з України
პრემიუმ კლასის ავტომობილების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პრემიუმ კლასის ავტომობილების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Carexpress
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
20 წლიანი გამოცდილებით კომპანია "ქარექსპრესი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო იმპორტიორია კავკასიაში. კომპანია ახორციელებს ავტომობილებისა და ნებისმიერი ტიპის სპეც-ტექნიკის, ასევე, ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან.

"ქარექსპრესი"-ის გუნდში ვეძებთ აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ პრემიუმ კლასის ავტომობილების გაყიდვების მენეჯერს, რომლის მთავარი მიმართულება იქნება პრემიუმ კლასის ავტომობილების მოძიება/შერჩევა/შესყიდვა საერთაშორისო აუქციონებიდან და მათი გაყიდვების პროცესის მართვა.

ლოკაცია: თბილისი, საბურთალო
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
დასვენების დღე: შაბათი, კვირა
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემით დაანგარიშებული

ძირითადი მოვალეობები:

** პრემიუმ კლასის ავტომობილების მოძიება, შერჩევა და შესყიდვა საერთაშორისო აუქციონებზე;
** მომხმარებლის მოთხოვნების მიხედვით შესაბამისი ავტომობილის შეთავაზება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია და გაყიდვების პროცესის სრულად მართვა;
** ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების ბაზის განვითარება;
** ავტომობილის მდგომარეობის, ფასისა და აუქციონის პირობების შეფასება;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგებზე ორიენტირება;
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა — პირველი კონტაქტიდან გარიგების დასრულებამდე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პრემიუმ კლასის გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** აქტიური და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო სტილი;
** ავტომობილების მიმართ ინტერესი და ბაზრის საფუძვლიანი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
** აუქციონებთან ან ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** პრემიუმ კლასის ავტომობილებთან მუშაობის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.
** Fitpass- ით სარგებლობის შესაძლებლობას
** კორპორატიულ დაზღვევას

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: info@carexpress.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე