Робота для біженців з України
პედაგოგები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პედაგოგები
მომწოდებელი: გორდონის აკადემია
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
საგანმანათლებლო დაწესებულება შპს "გორდონის აკადემია" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: მათემატიკის, ინგლისური ენის, ქართული ენისა და ისტორიის პედაგოგები.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამისი საგნის მიმართულებით;
** მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ინდივიდუალური ან ჯგუფური სწავლების სფეროში;
** თანამედროვე სასწავლო მეთოდების ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** ინდივიდუალური და ჯგუფური გაკვეთილების ჩატარება სასწავლო პროგრამის მიხედვით;
** მოსწავლეთა ზოგადი და საგნობრივი აზროვნების განვითარება;
** სასწავლო მასალის მომზადება და ადაპტირება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის;
** მოსწავლეთა ცოდნის შეფასება და რეგულარული უკუკავშირის მიწოდება;
** სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მოსწავლეთა პროგრესის მონიტორინგი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ ანაზღაურებას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამშრომლობას განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გუნდთან.

განაცხადის წარდგენა:

CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: parentak2024@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე