|
დასახელება:
ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
iSpace
|
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
"iSpace | Apple Premium Partner" ეძებს მოტივირებულ, დეტალებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლობიან გუნდის წევრს ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის მაღაზიების ვიდეო მონიტორინგი ონლაინ რეჟიმში;
** ვიდეოკამერების ჩანაწერების მონიტორინგი და დეტალური ანალიზი;
** მონიტორინგის პროცესში შესაძლო რისკებისა და ხარვეზების დადგენა, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების დროული ინფორმირება;
** ნებისმიერი სახის დარღვევის ოპერატიული გამოვლენა და რეაგირება;
** თანამშრომელთა მიერ სამუშაოს შესრულების პროცესის მონიტორინგი კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** მონიტორინგის შედეგების საფუძველზე პერიოდული ანგარიშებისა და რეპორტების მომზადება;
** პერიოდული შიდა აუდიტის ჩატარება მაღაზიებში არსებული ჩეკ-ლისტების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
** განათლება: სასურველია უმაღლესი განათლება;
** სექტორული გამოცდილება: მომსახურებისა და Retail სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კეთილსინდისიერება და მიუკერძოებლობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის ეფექტური მართვის უნარი.
რა გელოდება ჩვენთან?
** დასაქმება საერთაშორისო ორგანიზაციაში;
** Apple-ის უნიკალური სასწავლო პლატფორმა;
** თანამშრომლებზე გათვლილი ბენეფიტები (დაზღვევა, ლოიალურობის პროგრამა);
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** ლოიალურობის პროგრამა;
** სამუშაო Apple MacBook.
თუ მზად ხარ, გახდე წარმატებული საერთაშორისო გუნდის წევრი, გამოგვიგზავნე შენი CV მითითებულ ბმულზე.
შენი კარიერა იწყება აქ!
ლინკი: https://hel-ai.com/apply/2Hk4nU6e
|
|
|
|