|
დასახელება:
საწყობის მენეჯერის დამხმარე
|
| მომწოდებელი:
ზებრა გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 03 ოქტომბერი
|
"ზებრა გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის დამხმარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქიზიყის ქ. N50
სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი (10:00-14:00)
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში არსებული პროდუქციის ყოველდღიური კონტროლი და მონიტორინგი (სწორი განლაგება, რაოდენობა და პროდუქციის მდგომარეობა);
** პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროცესში მონაწილეობა;
** შეკვეთების მომზადება და პროდუქციის ზუსტად გადანაწილება შესაბამის ფილიალებში;
** გასაგზავნი პროდუქციის რაოდენობისა და მდგომარეობის შემოწმება;
** მიღებული პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის კონტროლი;
** საწყობის პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობა საწყობის მენეჯერთან ერთად;
** საწყობში წესრიგისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა.
მოთხოვნები:
** სასურველია საწყობში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word და სხვა);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
თუ დაინტერესდით აღნიშნული ვაკანსიით და აკმაყოფილებთ მითითებულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@zebra-group.ge. საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|