Робота для біженців з України
ოკუპაციური თერაპევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოკუპაციური თერაპევტი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 03 სექტემბერი / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს ოკუპაციური თერაპევტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბავშვთან და მათ ოჯახთან ოკუპაციურ თერაპევტად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** მუშაობის პროცესში ბავშვის უნარებისა და საჭიროებების გათვალისწინება;
** ბავშვის/მოზარდის ადაპტაციური ფუნქციონირების ან/და სენსორული პროფილის შეფასება;
** საჭიროებების განსაზღვრა;
** წლიური გეგმის შესაბამისად სენსორული თერაპიის სეანსების ჩატარება;
** მუშაობის ინდივიდუალური განრიგის შედგენა და მართვა;
შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა სპეციალური ფორმით;
** სამუშაო გარემოს მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ოკუპაციური თერაპიის, ფიზიკური თერაპიის, ენისა და მეტყველების თერაპიის ან ფსიქოლოგიის დისციპლინის მაგისტრი/ბაკალავრი;
** სენსორულ თერაპევტად მუშაობის გამოცდილება;
** სენსორული თერაპიის სპეციალური ტრენინგის ან სტაჟიორის გავლის დამადასტურებელი საბუთი;
** სენსორული პროფილის შეფასების ინსტრუმენტის ან კითხვარის ფლობა.

პიროვნული უნარები:

** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი, თანადგომისა და ემპათიის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის, ნდობის მოპოვების, მოსმენის, გაგების და ურთიერთობის დამყარების უნარი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის საუკეთესო უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
** გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელმისამართზე უნდა წარმოადგინოს:

** რეზიუმე (CV)
** სამოტივაციო წერილი

განცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 30 სექტემბერი

რეზიუმე, სამოტივაციო წერილთან ერთად, წარმოდგენილი უნდა იყოს ელმისამართზე dcfs.georgia@gmail.com

"Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ოკუპაციური თერაპევტი"

შერჩევა ჩატარდება ორ ეტაპად გამოგზავნილი რეზიუმეების მიხედვით შერჩეული კანდიდატები დაბარებული იქნებიან გასაუბრებაზე.

ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა, ასევე მათი ოჯახების უფლებების დაცვა, შშმ ბავშვთა/პირთა საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე