Робота для біженців з України
ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენელი/პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენელი/პრისელერი
მომწოდებელი: ასტრეა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
შპს "ასტრეა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ჰორეკა გაყიდვების წარმომადგენელი (პრისელერი)

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი/აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები
** ოფისის მისამართი: საბურთალო, იური გაგარინის, N24
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული)
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური გეგმასთან მიბმული ბონუსი. გეგმის გადაჭარბებით შესრულების შემთხვევაში + %.
** ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია.

ფუნქცია/მოვალეობა:

** HoReCa და თანამედროვე სავაჭრო ქსელების (Drive/Chain Stores) მიმართულებით ახალი კლიენტების მოძიება და თანამშრომლობის განვითარება;
** რეგულარული ვიზიტების განხორციელება, შეკვეთების მიღება და კლიენტების საჭიროებების ანალიზი;
** პროდუქციის სრული ასორტიმენტის გაყიდვებისა და გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა;
** ახალი პროდუქტების დანერგვასა და პოპულარიზაციაში აქტიური მონაწილეობა;
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია HoReCa და/ან სავაჭრო ქსელებთან მუშაობის მიმართულებით;
** მოლაპარაკებებისა და გაყიდვების ეფექტური უნარები;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი უნარი;
** ბაზრის ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
** განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;

საკონტაქტო jobs@astreatrade.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე