Робота для біженців з України
ონლაინ მაღაზიის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ მაღაზიის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: მაღაზია კასა
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
მაღაზია "კასა" ვეძებთ აქტიურ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც სრულად ჩაერთვება ჩვენი Facebook გვერდის მართვასა და ონლაინ გაყიდვებში.

ძირითადი მოვალეობები:

** Facebook გვერდის ყოველდღიური მართვა
** პოსტებისა და ვიდეოების რეკლამაზე გაშვება (ადგილზე გასწავლით)
** შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი და მომხმარებლებთან კომუნიკაცია
** ჩატის ოპერატორის ფუნქციის შესრულება და შეკვეთების მიღება
** გაყიდვების პროცესის მართვა

გამოცდილება აუცილებელი არ არის!

კანდიდატებს ყველაფერს ჩვენ ვასწავლით — სწავლება სრულიად უფასოა.

სამუშაო ფორმატი:

** პირველი გასაუბრება ჩატარდება ფიზიკურ ლოკაციაზე შერჩეულ კანდიდატებთან.
** შემდგომ სამუშაოს დაახლოებით 90% ონლაინ რეჟიმში შეასრულებთ.
** ფიზიკურ ლოკაციაზე მოსვლა ძირითადად საჭირო იქნება პროდუქციის ვიდეოების გადასაღებად

ანაზღაურება:

** ანაზღაურება დამოკიდებულია შედეგზე და შედგება გაყიდვების კონკრეტული პროცენტისგან + დამატებითი პრემიებისგან.
** საშუალო შემოსავალი შეადგენს დაახლოებით 1000-1500 ლარს, გაყიდვების შედეგების შესაბამისად.

ვის ვეძებთ?

** პასუხისმგებლობიან და მოტივირებულ ადამიანს
** ვისაც შეუძლია მომხმარებლებთან კარგი კომუნიკაცია
** თავისუფლად იყენებს Facebook-სა და სოციალურ ქსელებს
** არ ერიდება ვიდეოების გადაღებასა და კამერასთან მუშაობას
** დაინტერესებულია ონლაინ გაყიდვებით, რეკლამითა და სოციალური მედიის მართვით

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ CV მითითებულ ელ.ფოსტაზე გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენს შესახებ: Casaojakhistvis@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე