Робота для біженців з України
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: პოლარისი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
ბუღალტრულ-ფინანსური აუთსორსინგის კომპანია Polaris Finance აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

შესასრულებელი ამოცანები:

** კლიენტ კომპანიებთან ყოველდღიური კომუნიკაცია
** ბუღალტრული ოპერაციების წარმოება სტანდარტების დაცვით
** ბუღალტრული გატარებების შესრულება
** სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა/კონტროლი
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი
** ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი
** ხელფასების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში
** ბანკის, სალარო ამონაწერების გატარება ბუღალტრულ პროგრამაში
** კლიენტებისთვის ბუღალტრული რეპორტების მომზადება
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამხმარე ბუღალტრად/ბუღალტრად მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება - მსგავს პოზიციებზე ბუღალტრული აუთსორსინგის კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა
** ბუღალტრულ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

ანაზღაურება: 1200-1500₾, შეთანხმებისამებრ, კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ადგილმდებარეობა: მ. კოსტავას 14, D Block, თბილისი, საქართველო

ჩვენ შესახებ: https://polarisfinance.ge

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: team@polarisfinance.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე