Робота для біженців з України
სავალი ნაწილების ხელოსანი/შემკეთებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავალი ნაწილების ხელოსანი/შემკეთებელი
მომწოდებელი: ჯითისი სერვის ჯგუფი
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი / ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
საქარგილე მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში "ჯი თი სი ჯგუფის" შვილობილი კომპანია "ჯითისი სერვის გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სავალი ნაწილების ხელოსანი (შემკეთებელი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, იუმაშევის ქუჩა N18
განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

** სატვირთო მანქანებზე სარემონტო სამუშაოების ჩატარება;
** სატვირთო მანქანების დაზიანებული ნაწილების შეკეთება ან ახლით შეცვლა;
** სატვირთო მანქანებზე ზეთებისა და ფილტრების გამოცვლა;
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა სამუშაო პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაქვემდებარებულების მართვის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური;
** დისციპლინირებული;
** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მშვიდი და გაწონასწორებული.

ხელფასი ხელზე ასაღები - 1200-2500 გამოცდილების მიხედვით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 579 907 555
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე