|
დასახელება:
რისკების მართვის დეპარტამენტის რისკის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია
|
|
გამოქვეყნდა: 02 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 02 ოქტომბერი
|
სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს რისკების მართვის დეპარტამენტის რისკის მენეჯერის ვაკანსიაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კორპორაციის საინვესტიციო, საპროექტო და საოპერაციო გადაწყვეტილებების რისკების წინასწარი შეფასების ჩატარება და შედეგების დოკუმენტირება დეპარტამენტის უფროსისთვის წარსადგენად.
** საოპერაციო და ფინანსური რისკების სისტემატური იდენტიფიცირება, კლასიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა.
** რისკების რაოდენობრივი შეფასების მოდელების — VaR, სტრეს-ტესტირება, საკრედიტო სარეიტინგო მოდელები და სცენარების ანალიზი — პრაქტიკული გამოყენება და მიღებული შედეგების ინტერპრეტაცია.
** დადგენილი რისკის ლიმიტების შესრულების მონიტორინგი, პორტფელის დივერსიფიკაციის მაჩვენებლების თვალყურის დევნება და გადახრების შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსისთვის დროული შეტყობინება.
** რისკებთან დაკავშირებული პროცედურების, პოლიტიკისა და ჩარჩო დოკუმენტების პროექტების მომზადება და მოქმედი სახელმძღვანელოების პერიოდული განახლების უზრუნველყოფა.
** კორპორაციის საქმიანობაზე გარე ფაქტორების — მაკროეკონომიკური, მარეგულირებელი, ბაზრის — ზემოქმედების მიმდინარე ანალიზი და შეფასება.
** კორპორაციის საქმიანობის ფინანსურ რეგულაციებთან, კაპიტალის მართვისა და ანგარიშგების სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგი და გამოვლენილი ხარვეზების შესახებ ანგარიშგება.
** მენეჯმენტისა და სტრუქტურული ერთეულებისთვის რისკებთან დაკავშირებულ საკითხებზე ანალიტიკური ანგარიშების, პრეზენტაციებისა და სამუშაო დოკუმენტების მომზადება დეპარტამენტის უფროსის დავალებით.
განათლება:
** ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკის, ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, აუდიტის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.
სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები:
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტის, მონიტორინგის, რისკების მართვის, შესაბამისობის ან შეფასების მიმართულებით;
** რისკების მართვისა და შესაბამისობის თანამედროვე პრაქტიკების ცოდნა;
** პროცესების ანალიზისა და ოპტიმიზაციის გამოცდილება;
** ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადების გამოცდილება;
** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ძლიერი წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
უპირატესობა მიენიჭება შემდეგი პროფესიული სერტიფიკატების მქონე პირებს:
** CIA — Certified Internal Auditor;
** CRMA — Certification in Risk Management Assurance.
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@gedc.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რისკების მენეჯერი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|