Робота для біженців з України
პროდუქტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტ მენეჯერი
მომწოდებელი: SGS Dental Georgia
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
"SGS Dental"-ის საიმპლანტაციო სისტემების ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას პროდუქტ მენეჯერის (Product Manager) პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი სამედიცინო განათლება (სტომატოლოგი, ზოგადი პროფილის ექიმი);
** ენების ცოდნა: ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს სფეროში მუშაობისა და პროდუქციის დანერგვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად (განსაკუთრებით სტომატოლოგიურ სფეროში);
** პროგრამული უნარები: საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Microsoft Office: Word, Excel, PowerPoint);

დამატებითი მოთხოვნები:

** საცხოვრებელი ადგილი: ქ. თბილისი;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის კარგი უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქციის (საიმპლანტაციო სისტემების) სიღრმისეული შესწავლა, პოზიციონირება და ბაზარზე დანერგვა;
** ექიმ-სტომატოლოგებთან და კლინიკებთან პროფესიული ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
** პროდუქტის პრეზენტაციების მომზადება და ჩატარება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი;
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით (ქართულ ენაზე) ელექტრონულ მისამართზე: sgsdentalge@gmail.com (გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "პროდუქტ მენეჯერი").

ჩვენ შესახებ:

კომპანიისა და პროდუქციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ოფიციალურ Facebook გვერდს: https://www.facebook.com/SGSdentalG
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე