|
დასახელება:
ჟურნალისტი
|
| მომწოდებელი:
Medscriptum
|
|
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი
/ ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
|
"მედსკრიპტუმი" (Medscriptum) საერთაშორისო მულტიმედია პლატფორმაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ექიმებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებს აკავშირებს. ჩვენი მიზანია, საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებს მხოლოდ აკადემიური, მტკიცებულებებზე დაფუძნებული და უტყუარი ინფორმაცია მივაწოდოთ. დღეს "მედსკრიპტუმი" სამენოვან ვებ-პლატფორმას, სატელევიზიო გადაცემას BMG TV-ზე და ორენოვან ბეჭდურ ჟურნალს აერთიანებს. სწორედ ამ მისიის გასაგრძელებლად და ჩვენი პლატფორმის გასაძლიერებლად, "მედსკრიპტუმის" გუნდში ვეძებთ ჟურნალისტს.
ძირითადი მოვალეობები:
** ჯანდაცვისა და სამედიცინო სფეროში მიმდინარე სიახლეების მოძიება, დამუშავება და ნიუსების მომზადება;
** ვრცელი სტატიების მომზადება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სამედიცინო მიღწევებზე;
** ქართულ სამედიცინო ეკოსისტემაში მნიშვნელოვანი მოვლენების აქტიური გაშუქება. ** სამედიცინო კონფერენციებზე და თავყრილობებზე დასწრება და შესაბამისი მასალების მომზადება;
** ინტერვიუების დაგეგმვა და ჩაწერა ქართველ და უცხოელ ექიმებთან, ჯანდაცვის სპეციალისტებსა და მეცნიერებთან;
** ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო სფეროსთან დაკავშირებული უწყებების რეფორმებისა თუ სიახლეების მონიტორინგი და გაშუქება;
** ქართველი ექიმების წარმატებული ქეისების, უნიკალური ოპერაციებისა და მიგნებების იდენტიფიცირება და გაშუქება.
** რთული სამედიცინო/სამეცნიერო ენის ფართო საზოგადოებისთვის გასაგებ, თუმცა აკადემიური სიზუსტის მქონე ფორმატში გადმოცემა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მიმართულებით (სამედიცინო განათლება არ არის სავალდებულო, თუმცა ჩაითვლება უპირატესობად);
** მედიაში ჟურნალისტად/რეპორტიორად მუშაობის გამოცდილება
** საქართველოს ჯანდაცვის ეკოსისტემის საბაზისო ცოდნა და ამ სფეროს გაშუქების ინტერესი;
** ქართულ ენაზე გამართულად და სტილისტურად დახვეწილად წერის უნარი;
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა - საუბარი/წერა-კითხვა (უცხოური სამედიცინო პუბლიკაციების, კვლევებისა და გაიდლაინების წასაკითხად და დასამუშავებლად);
აუცილებელი უნარები:
** ამბის თხრობის და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** კომპლექსური სამედიცინო თემების მკითხველისთვის საინტერესოდ გადმოცემის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, რესპონდენტებთან პროფესიული ურთიერთობების მარტივად დამყარების უნარი;
** თემებისა და საინტერესო ამბების დამოუკიდებლად დანახვისა და მოძიების სურვილი;
** დროის ეფექტურად მართვისა და დათქმული დედლაინების დაცვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ჟურნალისტური ეთიკის პატივისცემა;
რას გთავაზობთ
** კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს, რაც მოგცემთ დროის ეფექტურად მართვის საშუალებას;
** საერთაშორისო სტანდარტების მქონე მულტიმედია პლატფორმაზე მუშაობისა და ** პროფესიული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას;
** ჯანდაცვის სფეროს წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და თქვენ მიერ მომზადებული მასალების პორტფოლიო (სტატიების ბმულები) ელექტრონულ მისამართზე: info@medscriptum.org
სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ჟურნალისტი".
|
|
|
|