Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: გუმბათი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
ვაკანსია — გაყიდვების მენეჯერის ასისტენტი (სამშენებლო ობიექტი)

გვჭირდება პასუხისმგებლიანი და კომუნიკაბელური ადამიანი, რომელიც იმუშავებს სამშენებლო ობიექტზე და დაეხმარება გაყიდვების წარმომადგენლებს მობინადრეებისთვის კონკრეტული ბინების ადგილზე ჩვენებაში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე მუდმივად/რეგულარულად ყოფნა;
** პროექტის, სართულის გეგმებისა და ბინების ნახაზების მიხედვით მობინადრეებისთვის კონკრეტული ბინის ზუსტად იდენტიფიცირება და ჩვენება;
** მობინადრისთვის ბინის ძირითადი სივრცეების, განლაგებისა და შესაბამისი დეტალების გაცნობა;
** საჭიროების შემთხვევაში ბინის შესახებ ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება;
** გაყიდვების წარმომადგენლების დახმარება ობიექტზე ვიზიტების დროს;
** ობიექტზე უსაფრთხოების წესებისა და შიდა პროცედურების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამშენებლო პროექტის/გეგმის/ნაზაზის გაგებისა და მასზე მუშაობის უნარი;
** ტექნიკური აზროვნება;
** სასურველია სამშენებლო სფეროში ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო/ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლიანი და ორგანიზებული მიდგომა;
** კომუნიკაბელურობა და ადამიანებთან ურთიერთობის კარგი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;

რას გთავაზობთ:

** სამუშაო ადგილი: სამშენებლო ობიექტი - ნ. ყიფშიძის ქ. #1;
** სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი და მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** ანაზღაურება: 1200-1500ლ;

გთხოვთ დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოუშვათ შემდეგ ელ. ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: info@gumbatiholding.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე