Робота для біженців з України
ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: ოფისელი
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
ონლაინ მაღაზია "ოფისელი" www.officell.ge აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** მიწოდების სამსახურის მართვა - შეკვეთების მიწოდების პროცესის მართვა;
** მიწოდების სამსახურის პერსონალის მართვა;
** მიწოდების სამსახურის პერსონალის მოზიდვა, შერჩევა, ტრენინგი;
** მიწოდების სამსახურის ბიუჯეტის შემუშავება და მართვა;
** მიწოდების სამსახურის განვითარება;
** ურთიერთობა მესამე მხარეებთან.

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

** უმაღლესი ბიზნეს ან ტექნიკური განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება ლოჯისტიკის სფეროში.

საჭირო პიროვნული თვისებები:

** მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული;
** ახლის შეთვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ვაკანსია ცხადდება სრულ სამუშაო განაკვეთზე (8 საათიანი სამუშაო დღე, კვირაში 5 დღე). სამუშაო ადგილი თბილისი, ნაძალადევის რაიონი.
საწყისი ხელფასი 2000 ლარი.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე არა უგვიანეს 14 სექტემბრისა ელფოსტის მისამართზე: jobs@officell.ge. მიუთითეთ ვაკანსია: ლოჯისტიკის მენეჯერი.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე