Робота для біженців з України
მიმტანი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: Greenwood Hotel
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
სასტუმრო "GreenWood Hotel&Spa" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3.
უშუალო ხელმძღვანელი- რესტორნის მენეჯერი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაგიდების გასერვირება/ალაგება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
** სტუმრის დროული დახვედრა/მიღება
** სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთის მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა
** სტუმრის ინფორმირება დაგვიანებადი კერძის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება და შესაბამისი ზომების მიღება
** სტურმებთან მუდმივად კომუნიკაციის დამყარება; მათი კომპლიმენტების, საჩივრებისა და პრეტენზიების მოსმენა საკვების, სასმელის, მომსახურების ხარისხისა და გარემოს კუთხით, საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომის მიღება დადგენილი სტანდარტის მიხედვით და უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება
** კომპანიის მიერ გამოყოფილი უნიფორმის ტარება სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში

მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
** თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ორგანიზებულობა, სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - " მიმტანი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

"თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "გრინვუდ ჰოტელ".
გაცნობებთ, რომ შპს "გრინვუდ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად.
 
განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით."

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე