Робота для біженців з України
მარკეტინგის ხელმძღვანელი, უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი - თბილისი, გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის ხელმძღვანელი, უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
Space Cargo აცხადებს ვაკანსიებს:

1. მარკეტინგის ხელმძღვანელი

ჩვენ ვართ საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ახორციელებს საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვებს, და ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც სრულად ჩაიბარებს კომპანიის მარკეტინგის მიმართულების დაგეგმვას, განვითარებასა და მართვას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** კანდიდატს აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო გადაზიდვების ან ლოგისტიკის სფეროში.
** მნიშვნელოვანია კანდიდატი იცნობდეს ინდუსტრიის სპეციფიკას, საერთაშორისო გადაზიდვების პროცესებს და იმპორტ-ექსპორტის მიმართულებას.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;
** მარკეტინგის მიმართულების სრულად მართვა და განვითარება;
** ბრენდის ცნობადობისა და პოზიციონირების განვითარება;
** B2B და B2C მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, მართვა და შედეგების ანალიზი;
** Digital Marketing-ისა და სოციალური მედიის მიმართულების მართვა — საწყის ეტაპზე საჭირო იქნება ამ მიმართულებებში უშუალო ჩართულობა, მათ შორის კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში;
** ფოტო/ვიდეო კონტენტის დაგეგმვა და შექმნის პროცესში უშუალო ჩართულობა საწყის ეტაპზე;
** PR და საკომუნიკაციო მიმართულების განვითარება;
** მარკეტინგული ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
** მარკეტინგული KPI-ების განსაზღვრა და შედეგების ანალიზი;
** მარკეტინგის გუნდის ეტაპობრივად ჩამოყალიბება, განვითარება და მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საერთაშორისო გადაზიდვების ან ლოგისტიკის სფეროში სამუშაო გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით (B2B, B2C, Digital);
** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
** გუნდის მართვის ან ჩამოყალიბების გამოცდილება;
** Digital Marketing-ისა და სოციალური მედიის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილება;
** ფოტო/ვიდეო კონტენტის დაგეგმვისა და შექმნის პროცესის მართვის გამოცდილება;
** ძლიერი ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნება;
** ორგანიზების და კომუნიკაციის კარგი უნარები;
** ინგლისური ენის ცოდნა.

რას გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** შესაძლებლობას, ნულიდან შექმნათ და განავითაროთ კომპანიის მარკეტინგის მიმართულება;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი-პარასკევი | 10:00-18:30
ადგილმდებარეობა: თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV:
hr@spacecargo.ge

2. ქ. გორის ფილიალში, სტალინის ქ. 48-ში, უკონტაქტო სერვის ცენტრის ოპერატორი.

ძირითადი მოვალეობები:

** ტვირთების მიღება, დახარისხება და თაროებზე განთავსება;
** მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი ამანათის გაცემა უკონტაქტო სერვისის მეშვეობით;
** ჩინეთის საწყობში მისული ამანათების სიების დამუშავება;
** პერიოდულად საწყობის აღწერა;
** საწყობთან და ამანათებთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე პროცესების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ არის.

** ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ ადამიანს.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებასთან ერთად მოქნილ საბონუსე სისტემას;
** სპეციალურ ტარიფებს კომპანიის სერვისებზე;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30
შესვენება: 1 საათი
შაბათი: 11:00-15:00

თუ დაინტერესებული ხართ აღნიშნული პოზიციით, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: hr@spacecargo.ge
მნიშვნელოვანია: ელ. ფოსტის Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "ოპერატორი გორი". ვაკანსიის დასახელების მითითება აუცილებელია, რათა თქვენი რეზიუმე სწორად დავაფიქსიროთ და კანდიდატების შესაბამის პოზიციაზე გაფილტვრა/განხილვა შევძლოთ.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე