Робота для біженців з України
განყოფილების უფროსის მოადგილე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: განყოფილების უფროსის მოადგილე
მომწოდებელი: ბანკი ქართუ
გამოქვეყნდა: 01 სექტემბერი / ბოლო ვადა: 01 ოქტომბერი
სს "ბანკი ქართუ"   აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანგარიშგებისა და საბარათე გადახდების რეპორტინგის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. 

პლასტიკური ბარათების დეპარტამენტი / ფინანსური ანგარიშგებისა და საბარათე გადახდების რეპორტინგის განყოფილება.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი 

ფუნქციები და მოვალეობები: 

** Visa/MC/UPI საერთაშორისო სისტემებთან ანგარიშსწორება. ანგარიშსწორების ფაილის გაშიფვრა და პროგრამული ასახვა;
** პარტნიორ ბანკებთან ანგარიშსწორება, საკორესპონდეციო ანგარიშზე ასახული ანგარიშსწორების თანხების შედარება ბანკის შიდა გატარებებთან პროგრამული ასახვის ინიცირება;
** ანგარიშსწორების პროცესისთვის საჭირო ფინანსური გატარებების შესრულება;
** ანგარიშსწორებისთვის საჭირო სატრანზიტო ანგარიშების კონტროლი და გასწორება;
** Visa და MC საერთაშორისო სისტემებთან კვარტალური რეპორტების წარმოება;
** საბარათე ტრანზაქციების (იშუინგი/ექვაირინგი) დამუშავება და პროგრამული ასახვა;
** საბარათე ბიზნესის ფინანსური შედეგების ანალიზი და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სავალდებულო: 

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;

სასურველი: ფინანსური მათემატიკა.

სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები: 

** ორგანიზაციული უნარები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობისა მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/gYby
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე