Робота для біженців з України
ტექნიკური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მენეჯერი
მომწოდებელი: რეპროარტი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / ბოლო ვადა: 26 სექტემბერი
შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. #23
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე

პოზიციის აღწერა:

კლინიკის ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური სისტემების გამართული, უსაფრთხო და უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ტექნიკური და სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და ზედამხედველობა, ასევე კონტრაქტორი კომპანიების საქმიანობისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო, სარემონტო და აღდგენით პროექტებზე კონტრაქტორების სამუშაოების მართვა, კოორდინაცია და ინსპექტირება;
** სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება პროექტის გეგმებთან, ხარისხის სტანდარტებთან, სამშენებლო კოდექსებთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან;
** სამუშაოების მიმდინარეობისა და დასრულების ადგილზე ინსპექტირება;
** მასალების, მოწყობილობებისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის შემოწმება;
** უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი;
** აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ კონტრაქტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაოების მოცულობის აღწერილობის (Scope of Work) მომზადება;
** ტექნიკური სამუშაოების შემოწმების შედეგების, გამოვლენილი ხარვეზებისა და გამოსასწორებელი/დასასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალის მომზადება.
** გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების კონტროლი და შემდგომი მონიტორინგი;
** კონტრაქტორების წინადადებების, წარმოდგენილი დოკუმენტაციისა და ანგარიშ-ფაქტურების ადმინისტრირება;
** სამუშაოების შესრულების ვადების მონიტორინგი;
** ტექნიკური სამუშაოების შესრულების, არსებული პრობლემებისა და პროგრესის შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია: უმაღლესი განათლება საინჟინრო, მექანიკურ, ელექტრო ან შესაბამის ტექნიკურ მიმართულებაში;
** სასურველია: დამატებითი განათლება/კვალიფიკაცია შრომის უსაფრთხოების, ხარისხის მართვის ან მენეჯმენტის მიმართულებით.
** აუცილებელია: მინიმუმ 1 წლის სამუშაო გამოცდილება ტექნიკური მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე, ტექნიკური, სარემონტო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების ორგანიზებისა და კონტროლის მიმართულებით.

ზოგადი კომპეტენციები:

** ტექნიკური პერსონალის გუნდის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: m.kozmanashvili@reproart.ge. Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 26 სექტემბერი, 2026 წელი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე