|
დასახელება:
მიმტანი
|
| მომწოდებელი:
Tourinvest Group
|
|
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის!
"ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე რესტორან "არგო"-ში.
ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია;
** ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა;
** კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ბარში ან რესტორანში;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა (ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** თავაზიანი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადის შერვაძის აღმართი #78;
** სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი);
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** ტრანსპორტირება: უზრუნველყოფს კომპანია საბაგირო გზის საშუალებით;
** კვება: უზრუნველყოფილია.
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa;
** 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე "არგო";
** ფასდაკლება რესტორან "არგო"-ში.
კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას;
** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას;
** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას;
** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას.
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|