|
დასახელება:
კონტაქტ ცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
m²
|
|
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
m² უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია m² - ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m² -ის გუნდს!
კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** შემომავალი და გამავალი ზარების მომსახურება;
** ზარების გადამისამართება კომპანიის შიგნით სხვადასხვა ერთეულში;
** კომპანიის ონლაინ არხების მეშვეობით მოთხოვნების მიღება;
** მომხმარებლის პირველადი ინფორმირება;
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
** კონტაქტ ცენტრში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ 30 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კონტაქტ ცენტრის ოპერატორი".
ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|