Робота для біженців з України
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: მეტრო სერვის პლიუსი
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
კომპანია შპს "მეტრო სერვის+" 2006 წელს დაარსდა და პირველმა დანერგა საქართველოში მგზავრობის საფასურის საბარათე გადახდების სისტემა, როგორც მუნიციპალურ ტრანსპორტში, ისე საბაგირო სისტემებში.

შპს "მეტრო სერვის+" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ. N106
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის IT მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** პერსონალური კომპიუტერებისა და ლეპტოპების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია, კონფიგურაცია და განახლება;
** პრინტერების, სკანერებისა და სხვა პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
** ორგანიზაციის სალაროებში ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობისა და გამართვის პროცესში მონაწილეობა;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპლექსური ტექნიკური პრობლემების შესაბამის IT გუნდთან/სპეციალისტთან ესკალაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი/პროფესიული განათლება IT მიმართულებით;
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** Microsoft Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა;
** კომპიუტერული ტექნიკის (Hardware) და პერიფერიული მოწყობილობების ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკისა და აღმოფხვრის უნარი;
** პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციის, კონფიგურაციისა და განახლების გამოცდილება;
** ქსელური ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა: TCP/IP, DHCP, DNS, LAN;
** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა.

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@msplus.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - IT მხარდაჭერის სპეციალისტი.

შპს "მეტრო სერვის+" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე