|
დასახელება:
კურიერი
|
| მომწოდებელი:
DHL
|
|
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
|
"DHL"-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე თბილისში.
რას გთავაზობთ?
** ფიქსირებული ხელფასი — 1, 400 ლარი + გამომუშავებაზე დამოკიდებული ბონუსი
** სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფა
** კომპანიის ავტომობილი დაზღვეულია
** ულიმიტო სასაუბრო პაკეტი სამუშაო მობილურ ნომერზე
** ჯანმრთელობის დაზღვევა
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30
** შაბათი: 10:00-14:00 (მცოცავი)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი, კლინიკა "ვივამედის" მიმდებარე ტერიტორია
ძირითადი მოვალეობები:
** საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
** ჩამოსული ამანათების დახარისხება;
** მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;
** ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;
** ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;
** კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;
** გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან.
** კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
** სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
** სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია:
** პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 30 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: career@dhl.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
|
|
|
|