Робота для біженців з України
გამყიდველ-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გამყიდველ-კონსულტანტი
მომწოდებელი: AgroEzo
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
AgroEzo არის ახალი აგრო და ბაღის პროდუქციის მაღაზია საგურამოში. ვეძებთ პასუხისმგებლიან, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ გამყიდველ-კონსულტანტს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის.

** მომხმარებლების კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება;
** პროდუქციის გაყიდვა და სალაროსთან მუშაობა;
** პროდუქციის მიღება, განლაგება და ფასების კონტროლი;
** მაღაზიაში წესრიგის დაცვა;
** მარაგების კონტროლში მონაწილეობა;
** აგრო პროდუქციის — სასუქების, მცენარეთა დაცვის საშუალებების, ბაღის ინვენტარისა და აქსესუარების — ეტაპობრივად შესწავლა.

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მომხმარებელთან კარგი კომუნიკაციის უნარი;
** გაყიდვების ან მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
** კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარები;
** Apex პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აგრო სფეროში გამოცდილება ან სასუქების/მცენარეთა დაცვის საშუალებების ცოდნა დიდი უპირატესობაა, თუმცა აუცილებელი მოთხოვნა არ არის;
** სწავლის სურვილი და მოტივაცია.

რას ვთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო ადგილს საგურამოში;
** მეგობრულ და მშვიდ სამუშაო გარემოს;
** პროდუქციისა და აგრო მიმართულების ადგილზე შესწავლის შესაძლებლობას;
** ფიქსირებულ ხელფასს + გაყიდვებზე დამოკიდებულ ბონუსს;
** გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობას.

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნონ CV ან დაგვიკავშირდნენ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე: 599 63 03 03
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე