Робота для біженців з України
HR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ქარვასლა
გამოქვეყნდა: 31 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
ჩვენი გუნდი ეძებს გამოცდილ, ორგანიზებულ და ადამიანებზე ორიენტირებულ HR მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიის ადამიანური რესურსების მიმართულების ეფექტიან მართვაზე და ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაზე.

საქმიანობა მოიცავს 2 ბიზნეს მიმართულებას: ჰოსფითალითი (ბუტიკური ტიპის სასტუმროები) და ენერგეტიკის სფეროს.

ძირითადი მოვალეობები:

** პერსონალის შერჩევისა და რეკრუტირების პროცესის სრულად მართვა;
** ვაკანსიების განთავსება, კანდიდატების მოძიება და გასაუბრებების ორგანიზება;
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციისა და ონბორდინგის პროცესის მართვა;
** თანამშრომლების დოკუმენტაციის, ტაბელისა და პირადი საქმეების წარმოება;
** ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
** თანამშრომელთა შეფასებისა და განვითარების პროცესებში მონაწილეობა;
** შრომითი დისციპლინისა და კომპანიის შიდა პოლიტიკის მონიტორინგი;
** თანამშრომლების მოტივაციისა და კორპორაციული კულტურის განვითარებაზე ზრუნვა;
** მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობა პერსონალთან დაკავშირებული საკითხების ეფექტურად გადასაჭრელად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** HR სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიული ეთიკის მაღალი სტანდარტი;
** ინგლისური ენის ცოდნა სასურველია;
** სასტუმრო/ჰოსპიტალიტის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV (რეზიუმე) ელფოსტაზე: hr@qarvaslahotel.com, ხოლო სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "HR მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე