Робота для біженців з України
ჭურჭლის მრეცხავი - ავჭალა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: illy Caffè
გამოქვეყნდა: 29 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 სექტემბერი
"illy Caffè"-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა.

დღესდღეობით "illy Caffè"-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 4 ფილიალით არის წარმოდგენილი.

"illy Caffè" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე ავჭალის საწარმოში (ანდრონიკაშვილის 119) :

ვაკანტური ადგილი: 1
ხელმძღვანელი: შეფ-კონდიტერი

მოვალეობები:

** საწარმოში არსებული ჭურჭლის რეცხვა;
** სისუფთავის კონტროლი
სამუშაოს კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციის დამატებითი დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** გამოცდილება არ მოითხოვება
** მოწესრიგებული
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე
** დეტალებზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:

** დაზღვევა
** კვება
** გრაფიკი: 6/1 ზე, 12:00-დან 18:00 საათამდე, კვირაში 36 საათი
** ანაზღაურება: 700 ლარი ფიქსირებული (ყველა გადასახადის გამოკლებით)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე სურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: hr@illycaffe.ge

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ჭურჭლის მრეცხავი"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე