|
დასახელება:
უნივერსალური მზარეული
|
| მომწოდებელი:
მიატა ლაუნჯი
|
|
გამოქვეყნდა: 28 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 28 სექტემბერი
|
"მიატა ლაუნჯი" ეძებს გუნდის ახალ წევრს — უნივერსალური მზარეულის პოზიციაზე!
ვეძებთ გამოცდილ და პროფესიონალ მზარეულს, რომელსაც აქვს ევროპული სამზარეულოს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და შეუძლია სხვადასხვა ტიპის კერძის ხარისხიანად მომზადება.
ძირითადი მოვალეობები:
** ევროპული სამზარეულოს კერძების მომზადება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** სხვადასხვა პოზიციაზე კერძების მომზადების უნარი;
** პროდუქციის სწორად დამუშავება და მომზადება;
** კერძების გემოს, ხარისხისა და ვიზუალური მხარის კონტროლი;
** სამზარეულოს სამუშაო პროცესის ორგანიზებულად და სწრაფად შესრულება;
** ტექნოლოგიური ბარათებისა და რეცეპტების დაცვა;
** პროდუქციის ხარისხისა და ვადების კონტროლი;
** სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** სამზარეულოს ინვენტარისა და ტექნიკის სწორად გამოყენება;
** გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და დატვირთულ გარემოში სწრაფად მუშაობა.
მოთხოვნები:
** მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** ევროპული სამზარეულოს ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება;
** სხვადასხვა ტიპის კერძის მომზადების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისწრაფე, ორგანიზებულობა და სისუფთავე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** რუსული ენის ცოდნა.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორბელიანი, ფხოვის 1
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 14:00-01:00 სთ-მდე, შაბათი-კვირა 14:00-03:00 სთ-მდე
ანაზღაურება: 120.00 ლარი დღეში
კვებით უზრუნველყოფა
ღამის საათებში ტრანსპორტირების ანაზღაურება
თუ ფიქრობ, რომ ჩვენი გუნდის ახალი წევრი სწორედ შენ უნდა იყო, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995 593 65 13 65.
|
|
|
|